Back to Top
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 13:00

ლევან თარხნიშვილის სააგიტაციო მასალისთვის 950 ლარი დაიხარჯა

გორი - კასპის გაერთიანებულ ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან თარხნიშვილის სააგიტაციო მასალისთვის 1-ლი სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 950 ლარი დაიხარჯა.

 

აღნიშნული თანხიდან, 450 ლარით 2 500 ცალი ტრიპლეტი დაიბეჭდა. 400 ლარით კი, 1 100 ცალი პლაკატი.

 

გარდა ამისა, პარტია გორში, ოფისის დაქირავებისთვის ყოველთვიურად, 1 500 ლარს იხდის.

 

"ევროპული საქართველოს" ოფისი ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. პარტიამ საოფისე ფართი თეიმურაზ ხარებაშვილისგან იქირავა.