Back to Top
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 14:14

ხოჯევანიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებზე დაფინანსება გაიზრდება

"2020-2024 წლებში, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო", -ამის შესახებ გორი-კასპის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის სააგიტაციო მასალაშია საუბარი.

 

გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება გაიზრდება და საბავშვო ბაღების რაოდენობა (მათ შორის რეაბილიტირებული) მისი პარლამენტარობის პერიოდში კიდევ გაიზრდება.

 

"საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება უფასო და გაიზრდება მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსება. გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მათ შორის: 2020-2022 წლებში დაგეგმილია 17 პროექტი (ჯამში 6 434 000 ლარი)“,- წერია გიორგი ხოჯევანიშვილის დაპირებების ჩამონათვალში.