Back to Top
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 16:32

„ევროპული საქართველო“: „ოცნება“ ამომრჩევლებს სახელმწიფო პროგრამის სიიდან ამორიცხვით ემუქრება

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი, თამარ კანდელაკი ამოწმებს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს, რათა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მიიღონ მედიკამენტები.

 

"როდესაც სოფლებში მოსახლეობას ვხვდებით, პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ "ქართული ოცნების" აგიტატორები ემუქრებიან, რომ თუ ხმას მათ პარტიას არ მისცემენ, სახელმწიფო პროგრამის სიიდან ამორიცხავენ.  თუ მიიღებენ, პირობას რომ მხარს მათ დაუჭერენ, ჩასვამენ ამ პროგრამაში. არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და ჰგონიათ, რომ მართლა შესაძლებელია, მათი არჩევანის გაგება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან თავისი არჩევანი და არ ეშინოდეთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საარჩევნო კაბინაში", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა, გორი - კასპის ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

 

ოპოზიციური პარტიის ცნობით, კანდელაკმა ოპოზიციის მხარდამჭერებს, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ ორ აქტივისტს უთხრა, რომ თუ ისინი ქართულ ოცნებას არ მისცემდნენ ხმას, სიიდან ამოიღებდნენ.