Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 14:08

ბადრი ბასიშვილი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.

შეხვედრაზე კანდიდატმა თავის წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

 

"გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებს, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უდიდესი პოტენციალი აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენს რეგიონში მცხოვრები უამრავი ოჯახი დღემდე განიცდის სოციალურ სიდუხჭირეს, ბავშვები სიღატაკეში იზრდებიან" , - განაცხადა ბასიშვილმა.

 

მისი დაპირება არის ის, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში, რომლებიც გორსა და კასპში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 

"ოკუპაციის ხაზთან ცხოვრება სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რაც ხელისუფლების მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული" ,  - აღნიშნა ბასიშვილმა.

 

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა კანდიდატისგან მოისმინეს მისი შეხედულებების შესახებ თვითმმართველობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე, განათლებაზე, ოკუპაციაზე და ა.შ

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. გორის დემოკრატიის სკოლაში შემდეგი შეხვედრა "ქართული ოცნების" კანდიდატთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ჩატარდება.