Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 16:26

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატი გორი-კასპის ოლქში ემზარ საბანაძეა

გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარ-დეპუტატად კენჭს ადვოკატი ემზარ საბანაძეც იყრის. მისი კანდიდატურა პარტიამ "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" წარადგინა. 

 

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე პარტიის ოფისი დღეს გახსნა.

 

საბანაძე ამბობს, რომ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ის მოქალაქეთა ზარებს ყოველთვის უპასუხებს და მათი კეთილდღეობისთვის მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. 


"ოკუპაცია და დევნილების თემა არის ჩემთვის უმთავრესი. საკანონმდებლო ორგანოში თუ მომეცემა მუშაობის საშუალება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ისეთი საკითხების წამოწევასა და მხარდაჭერაში, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ იქნება მიიმართული და რაც დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხება", - ამბობს ემზარ სბანაძე.


ემზარ საბანაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვის და პენიტენციალური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელია. ასევე, ის არის ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის - NSC-ის დამფუძნებელი.