Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 18:30

"ყელში წამიჭირეს, სათვალე დამიმტვრიეს"-დაპირისპირება ახალუბანში პლაკატების გამო

დაპირისპირება მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერესბ შორის.

 

"ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები ამბობენ რომ ახალუბანში კარდაკარის შემოვლის დროს, თავს 15-მდე ახალგაზრდა დაესხა.

 

მათი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც ეთერ ჯალაღანიამ მათი პარტიის კანდიდატის პლაკატზე, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატის გადაკვრის ფაქტის დაფიქსირება სცადა. "ევროპული საქართველოს" გორის ოფისში დღეს ბრიფინგიც გაიმართა, სადაც კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა და პარტიის გორის ოფისის წარმომადგენელმა, ეთერ ჯალაღანიამ ინციდენტის დეტალებზე ისაუბრებს.

 

"მომვარდნენ ყელში წამიჭირეს სათვალე დამიმტვრეს.კარდაკარზე დავდიოდით და კედელზე ჩვენი კანდიდატის პლაკატზე ხოჯევანიშვილის პლაკატი შევამჩნიე.კუთხე ავწიე რომ დამეფიქსირებინა ეს ფაქტი და სიტუაცია ამის შემდეგ დაიძაბა. "-აღნიშნა ეთერ ჯალაღანიამ.