Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 20:26

გოგინაშვილი: „ევროპულმა საქართველომ​“ ახალუბანში პროვოკაცია მოაწყო

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ საქართველოში გვყავს დესტრუქციული, მოძალადე და კრიმინალური ოპოზიცია, რაც დღესაც დადასტურდა", - ასე გამოეხმაურნენ"ქართული ოცნების" გორის შტაბში, ახალუბანში მომხდარ ინციდენტს.

 

მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელებმა პროვოკაცია მოაწყეს და ადგილობრივებს იარღით დაემუქრნენ.  

 

"დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის ცენტრში, მოხდა ინციდენტი, რომელიც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელბის მიერ იყო პროვოცირებული. ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა, შედეგად "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივებს. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს და შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, დროულად მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა "ქართული ოცნების" გორის შტაბის წარმომადგენელმა, მიხეილ გოგინაშვილმა. 

 

 

  

ინფორმაციისთვის, "ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის წევრები ახალუბანში კარდაკარ შემოვლაზე იმყოფებოდენ,მათი თქმით, თავს 15-მდე ახალგაზრდა დაესხათ. 

 

 

 

 

ამავე თემაზე: "ყელში წამიჭირეს, სათვალე დამიმტვრიეს"-დაპირისპირება ახალუბანში პლაკატების გამო