Back to Top
შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 18:48

"დამატებით შევქმნით ბევრ სამუშაო ადგილს"-ხოჯევანიშვილი სადგურელ ამომრჩეველთან

გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი სადგურის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. 

 

ფერიცვალების სახელობის ეკლესიის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ წარუდგინა. 

 

"გიორგი არის გამოჩენილი ოჯახის შვილი. 35 წლის ასაკის ასაკში იმდენი აქვს გაკეთებული ქვეყნისა და რეგიონისთვის და კიდევ იმდენი გეგმა აქვს, რომ ზოგი მთელი ცხოვრება იმის სულ მცირე ნაწილსაც ვერ აკეთებს. გვაქვს უამრავი სამუშაო ინფრასტრუქტურის კუთხით მათ შორის ამ დასახლებაში და ბატონი გიორგი გვპირდება, რომ მუდამ იქნება ჩვენს გვერდით და დაგვიჭერს მხარს ჩვენი პროექტების განხორციელებაში"-აღნიშნა დავით რაზმაძემ. 

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს შეხვედრისთვის და დაპირდა, რომ ეტაპობრივად სხვადასხვა პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს, რაც დასაქმების პრობლემის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.  

 

"ტურიზმისა და ოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას, რაც დამატებით შექმნის ძალიან ბევრ ახალ სამუშაო ადგილს. იმაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას რა პროექტებიც ჩემი ხელშეწყობიბთ გუბერნატორობის პერიოდში განვახორციელეთ"-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. 

 

შეხვედრა 30 წუთის განმავლობაში მიიმდინარეობდა. შეკრებილი მოსახლეობიდან მაჟორიტარობის კანდიდატისთვის კითხვა არავის დაუსვამს.