Back to Top
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 12:44

„პატრიოტთა ალიანსმა“ ტელეკომპანია „დიას“ რეკლამაში 5 600 ლარი გადაუხადა

პარტიამ "პატრიოტთა ალიანსი" ტელეკომპანია "დიასთან" 5 600 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

 

აღნიშნული თანხა პარტიამ "დიას" საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის სანაცვლოდ გადაუხადა.


ხელშეკრულება მხარეებს შორის 16 სექტემბერს გაფორმდა.


აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "დიას" საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის სანაცვლოდ თანხა მმართველმა პარტიამაც გადაუხადა. "ქართულმა ოცნებამ" ტელევიზიას 36 765 ლარი ჩაურიცხა.