Back to Top
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 13:28

გორში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ოფისი იქირავა

მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ გორში კიდევ ერთი ოფისი იქირავა.

 

ოფისი ცაბაძის ქუჩაზე N2ა-ში მდებარეობს. "ქართულმა ოცნებამ" ის ერთი თვის ვადით, რუსუდან საურისგან იქირავა, რისთვისაც პარტიამ 750 ლარი გადაიხადა.


ამ ეტაპზე ჯამში, "ქართულ ოცნებას" გორში 4 ოფისი აქვს დაქირავებული.


ერთ-ერთი ოფისი მდებარეობს წერეთლის ქუჩაზე N26-ში. აღნიშნული ფართი პარტიას 6 თვის ვადით აქვს დაქირავებული და ყოველთვიურად მის მფლობელს ია ლომაურს 2 000 ლარს უხდის.


კიდევ ერთი ოფისი მდებარეობს წერეთლის N35-ში, რომელიც პარტიას 3 თვის ვადით აქვს დაქირავებული და მის მფლობელს დავით ბერიძეს ყოველთვიურად 1 250 ლარს უხდის.


„ქართულ ოცნებას“ ასევე 3 თვის ვადით აქვს დაქირავებული ოფისი ნინო გავაშელიშვილისგან, ბერი ფავლენიშვილის ქუჩაზე. პარტია ყოველთვიურად 500 ლარს იხდის.

 

ამავე თემაზე: გორში, „ქართული ოცნება“ 3 ოფისის დაქირავებისთვის ყოველთვე 3 750 ლარს იხდის