Back to Top
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 14:46

გორში, ხოჯევანიშვილის 39 ბილბორდისთვის პარტიამ 43 681 ლარი დახარჯა

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის 39 ბილბორდისთვის პარტიამ 43 681 ლარი დახარჯა.

 

39-ვე ბილბორდი ქალაქ გორში მდებარეობს. აღნიშნული ბილბორდების განთავსებისთვის პარტიამ თანხა შპს "ამლას" გადაუხადა.


ხელშეკრულების მიხედვით, ბილბორდები ქალაქში 20 ნოემბრამდე იქნება განთავსებული.


ფასები განსხვავებულია ბილბორდის ფართობიდან გამომდინარე. მაგალითად, 18 კვ.მ ფართობის მქონე ბილბორდის განთავსება 790.13 ლარი ღირს, ხოლო 36 კვ.მ-ს 1 580.26 ლარი.