Back to Top
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020 19:27

„ქულა რამდენი გაქვთ?“ - ხოჯევანიშვილმა ამომრჩევლის სოციალური ქულა მოინიშნა

„მოქალაქეებს ვესაუბრები ინდივიდუალურად, თუ შეიძლება დამაცადეთ და მოგხედავთ“ , - ასე მიმართა გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტს, რომელიც მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა.

 

"ქულა რამდენი გაქვთ?" - ჰკითხა ხოჯევანიშვილმა მოქალაქეს, რის შემდეგაც, კანდიდატის თანაშემწემ ბლოკნოტში მოინიშნა მოსმენილი პასუხი. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი გიორგი ხოჯევანიშვილს, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა.

"მოქალაქეებს ვესაუბრები ინდივიდუალურად, თუ შეიძლება დამაცადე და მოგხედავთ" - ამ წინადადების შემდეგ, რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტმა ხოჯევანიშვილს უპასუხა, რომ ღია სივრცეში გადაღების უფლება ჰქონდა.

 

ჟურნალისტის ეს პასუხი გიორგი ხოჯევანიშვილს არ მოეწონა და უკმაყოფილების ნიშნად, მოშორებით გადაადგილდა და იქ გააგრძელა "ინდივიდუალური საუბარები".

 

შემთხვევა, გორში, კომბინატის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.