Back to Top
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020 16:00

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ტერმაკოზაშვილის დანიშვნას „20-20“ -ს კოორდინატორი ეხმაურება 

"გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა ეჭვებს აჩენს", - ასე ეხმაურება ფლატფორმის "20-20" -ს შიდა ქართლის კოორდინატორი, ნანა ტერმაკოზაშვილის დანიშვნას გორის # 107 საარჩევნო უბანში, კომისიის თავმჯდომარედ. 

 

"საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის დანიშვნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აჩენს ეჭვებს მის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რადგან მას მმართველი გუნდის კანდიდატის მიმართ გაჟღერებული აქვს მხარდაჭერა", - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.