Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 11:38

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში „ქართული ოცნების“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში დღეს, 26 ოქტომბერს გამართავს.

 

 

"რიგით მეოთხე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები", - აცხადებენ პარტიაში.


წინასაარჩევნო ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.