Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 11:43

რატომ არ მიდიხარ არჩევნებზე? - გორში ახალი ბილბორდები გამოჩნდა

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, გორში ახალი ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც გავრცელებულ მოსაზრებებს წაიკითხავთ არჩევნებთან დაკავშირებით.

 

 

გავრცელებულ სტერეოტიპულ და კლიშედქცეულ ნათქვამებს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები პასუხობენ. 

 

მაგალითისთვის, "უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს", ამბობს 25 წლის მარიამი. მის ამ ნათქვამს, ბილბორდის მიხედვით, ილია ჭავჭავაძე პასუხობს: "განა რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი და შენი ქვეყნის ბედისწერა".

 

როგორც ცნობილია, აღნიშნული კამპანია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.