Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 11:51

„ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“ - პროექტი გორის N12 სკოლაში

გორის N12 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდა ქართველებს აქვთ საკუთარი ხმა“.

 

ორგანიზატორების თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათ მონაწილეობას არჩევნების პროცესში და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების გააზრებას.

 

პროექტის ფარგლებში, გაიმართა საპარლამენტო არჩევნების სიმულაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის სასკოლო კლუბების - სამოქალაქო განათლების და ეკო-კლუბის წევრი მოსწავლეები, თვითმმართველობის წევრები და მოხალისე მოსწავლეები.

 

"სიმულაცია შედგებოდა სამი მოდულისგან , სამივე ნაწილი იყო ინტერაქტიული ,მაღალი იყო მოსწავლეთა მზაობა , პასუხისმგებლობა და მოტივაცია. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ პროცესში ,წარმატებით ჩადგნენ და გაითავისეს სხვადასხვა როლები ,ყველაზე მთავარი მათი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურა დებატებისა და დისკუსიების დროს იყო მისაბაძი და მაღალზნეობრივი . ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ გვქონდა უკუკავშირი", - აცხადებენ მასწავლებლები, რომლებიც სიმულაციას ხელმძღვანელობდნენ.

 

მოსწავლეთა თქმით, სიმულაცია იყო მათთვის საინტერესო, ბევრის მომცემი და ცხოვრებისეული. ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლელა წურწუმია და გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი.

 

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია ,,ქართლოსის "და პოლონური ფონდი RITA-ს -მხარდაჭერით.