Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 12:00

„ეს სუსის ნასედკა“ - ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება ბადრი ბასიშვილს

ირაკლი ოქრუაშვილი ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სუსთან კავშირში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ენმ-ს გორში სხვა უფრო ძლიერი კანდიდატის მოძებნა გაუჭირდა.

 

ოქრუაშვილის გაღიზიანება ერთერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომლის ერთ-ერთ ტიტრში ეწერა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ბადრი ბასიშვილი ვერ დაიჭირა, თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

"ეს სუსის ნასედკაც რომ ჩემით იკეთებს რეკლამას. ვუთანაგრძნობ ენმ-ს ამაზე უკეთესი რომ ვერ იპოვა გორში. სადმე თუ დავჩექმე ეს სარაბუკის სკოლის ორკლასდამთავრებულისუსის ნასედკა, მერე პრეტენზიები არ იყოს", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

რადიო "მოზაიკა" ამ განცხადების საპასუხოდ, ენს-ს კანდიდატს, ბადრი ბასიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

"არ ვიღებ ამ ინტრიგებში მონაწილეობას, შესაბამისად, არც განცხადების გაკეთება არ მინდა", - თქვა ბადრი ბასიშვილმა.