Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 12:24

კახა ლობჟანიძემ ენმ-ს 5000 ლარი შესწირა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კახა ლობჟანიძემ 5 000 ლარი შესწირა.

 

შემოწირულობა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა 20 ოქტომბერს დააფიქსირა.

 

ლობჟანიძემ ჯამში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თანხა 2-ჯერ შესწირა. პირველად 2014 წელს - 2 400 ლარი, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კი - 5000 ლარი.

 

თანხა პარტიას კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, მარინე რჩეულიშვილმაც შესწირა. მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 5000 ლარი ჩაურიცხა.

 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, პარტიამ გორიდან 10 000 ლარი მიიღო.