Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 12:50

ემზარ საბანაძე: გორში არჩევნების II ტურში ვინ დამიპირისპირდება, ეს მისი პრობლემაა

"ვვარაუდობ, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად ვიქნები", - ამის შესახებ პარტიის "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" გორი- კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა ემზარ საბანაძემ რადიო "მოზაიკას"გადაცემაში ისაუბრა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია 3 კვირის წინ დაიწყო, საბანაძეს მეორე ტურში გასვლის იმედი აქვს.

 

"ჩვენს შანსებს რაც შეეხება ამ არჩევნებზე, ვფიქრობ, რომ პარტია 15-20% ზღვარს გადალახავს. რაც შემეხება მე, ვვარაუდობ, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე კვირაა, რაც კამპანია წამოვიწყე და გორი -კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელა პარტიამ, მეორე ტურში ვიქნები. ვისთან მომიწევს დაპირისპირება, ეს მათი პრობლემაა", - ამბობს ემზარ საბანაძე