Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 14:27

ზაზა მეზვრიშვილი: არასდროს ვყოფილვარ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი

არასდროს ვყოფილვარ "ლეიბორისტული პარტიის წევრი", უბრალოდ მე მათი სიით გავედი გორის საკრებულოში, - აღნიშნა ზაზა მეზვრიშვილმა, რომელიც გორი-კასპის ოლქში პარტიის "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

 

როგორც თავად ამბობს, გორის საკრებულოში შალვა ნათელაშვილთან მეგობრობის შედეგად მოხვდა, სიის პირველ ნომრით.

 

"​არასდროს ვყოფილვარ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, მე უბრალოდ მათი სიით გავედი გორის საკრებულოში. შალვა ნათელაშვილთან ჩემი მეგობრობა მაკავშირებს, მას შემდეგ, რაც ნაძალადევის რაიონში საპარლამენტო არჩევნებზე მოვხსენი კანდიდატურა მათ სასარგებლოდ. მე აღარ ვაპირებდი საქმიანობის გაგრძელებას პოლიტიკაში, მაშინ ჩვენ პარტიას ბლოკავდნენ, არ გვწყალობდნენ ტელევიზიები. სწორედ მაშინ ამ ადამიანმა გამოიჩინა მეგობრობა და ჩამსვა სიის პირველ ნომრად და მოვხვდი გორის საკრებულოში", - ამბობს ზაზა მეზვრიშვილი

 

ინფორმაციისთვის, ზაზა მეზვრიშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი 2014-2017 წლებში იყო.