Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 14:53

ხოჯევანიშვილი: გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა 

გორში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივინაშვილმა კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა, სადაც რეკრეაციული ზონა მოეწყობა - ამის შესაზებ გორი - კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

 

"წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და ხელიდან ხელში ისე გადადიოდა, რომ არ განხორციელბულა ინვესტიცია. მინდა ვაცნობო, გორელებს და არამარტო გორელებს სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა, გორელებს კარგად ახსოვთ, რომ ეს ტერიტორია ქცეული იყო ნაგავსაყრელად, მხოლოდ ასეთი ქველმოქმედებით გახდა შესახლებელი გორის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა, თანამედროვე დასასვენებელი პარკი და ახალგაზრდული ცენტრი", - განაცხადა გიორგი ხოჯევანშვილმა