Back to Top
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 17:01

ირაკლი ოქრუაშვილსა და ენმ - ს ლიდერებს შორის სიტუაცია დაიძაბა

ბოლო დღეების განმავლობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში ენმ - ს ლიდერებს აკრიტიკებს. ამჯერად მისი განცხადება გია ბარამიძეს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილ შსს მინისტრების ნუსხაში, უარყოფით კონტექსტში ყავს მოხსენიებული.

 

"ყველა ხელისუფლებას თითო "ჩაინიკი" ანუ "ლამაზისეული" შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავდა. გამსახურდიას - დილარ ხაბულიანი, შევარდნაძეს - კობა ნარჩემაშვილი, მიშას - გია ბარამიძე. ბიძინამ სამი იპოვა - ღარიბაშვილი, ჭიკაიძე და გომელაური", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

ირაკლი ოქრუაშვილს პოსტის ერთ-ერთმა ადრესატმა ასევე ფეისბუქ პოსტით უპასუხა. გია ბარამიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს წარსულს ახსენებს და მას ქვეყნის მოღალატეს უწოდებს.

 

"ამ თავხედ, კორუმპირებულ და უპრინციპო, პუტინის ტელევიზიის კორესპონდენტს დამიხედე რა დღეშია. შენ ხომ არ გგონია, საერთო ოპოზიციური საქმის ხათრით, ვინ და რა ხარ, რომ არ ვამბობდით, დაგვავიწყდა, რომ სინამდვილეში, საკუთარი გუნდისა და ქვეყნის ინტერესების მოღალატე, ცრუ მოწმე და ცრუ დამსმენი, საცოდავი არარაობა ხარ? ვერაფერმა გასწავლა ჭკუა და ვერაფერმა მოგიყვანა გონზე, ამიტომ სულ ეგეთი გაბღენძილი იდიოტი დარჩები. შენი პროკურორობისა და მინისტრობისას ხალხს მუდმივად, საროსკიპოში შევარდნილი და მძინარე კაცის საცვლებში დამპატიმრებლად დარჩები. და ამიტომაც რაც არ უნდა "საერთო ოპოზიციური" კანდიდატის სახელი დაირქვა, მაინც სულ რა ლუზერიც იყავი, ის დარჩები!",- წერს გია ბარამიძე ოქრუაშვილის პოსტის საპასუხოდ.

 

ოქრუაშვილმა გია ბარამიძემდე ბადრი ბასიშვილიც გააკრიტიკა, თუმცა ენმ - ს გორი - კასპის კანდიდატმა მისი განცხადება უპასუხოდ დატოვა.

 

 

 

„ეს სუსის ნასედკა“ - ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება ბადრი ბასიშვილს