Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 12:06

რას პირდება „ლელოს“ კანდიდატი პაპუნა კობერიძე ამომრჩეველს? 

31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი 120 პარლამენტარს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევს. გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი-დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთ-ერთი "ლელოს" კანდიდატი პაპუნა კობერიძეა.

 

 

რას პირდება პაპუნა კობერიძე ამომრჩეველს? 

______________________________________________________

 

 მეტი თვითმმართველობა - მთავარი დაპირება 1:

 

"ჩემ გუნდთან ერთად ვიბრძოლებ მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობისთვის რეალური ფუნქციის მისანიჭებლად. ვიბრძლებ, რომ გორმა დაიბრუნოს თვიმმართველი ქალაქის სტატუსი და ადგილობრივი შემოსავლების უმეტესი ნაწილი დარჩეს თვითმმაართველობაში და მოხმარდეს ადგილობრივ მოსახლეობას."

 

 

 

წყალი ყველა ოჯახს - მთავარი დაპირება 2:

 

"მოსახლეობას ვპირდები, რომ 21-ე საუკუნეში, უდიდესი ტექნოლოგიური მოღწევების ეპოქაში, გორის რიგ სოფლებში და კასპის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში აღარ იყოს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები. ასევე ვიზრუნებ რეგიონში ძალიან მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის."

 

 

 

ზრუნვა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებზე - მთავარი დაპირება 3:

 

"მოსახლეობას ვპირდები, რომ ვიზრუნებ ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების განსაკუთრებული მზრუნველობის ზონად გამოცხადებისათვის, რისთვისაც მოსახლეობას შევთავაზებთ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამას, რათა მაქსიმალურად შევაჩეროთ მიგრაცია სოფლიდან ქალაქდ. ასევე მოსახლეობას ვპირდები, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ის პრობლემური ადგილები, საიდანაც ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება ოკუპანტი მხარის მიერ, აღიჭურვოს სპეციალური სათვალთვალო ვიდეო კამერებით".