Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 12:22

ხოჯევანიშვილი გორელებს "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად შეხვდა

„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, ცენტრალური უბნის მოსახლეობას შეხვდა.

 

დეპუტატობის კანდიდატთან ერთად თეატრის შენობასთან გამართულ შეხვედრას ანრი ოხანაშვილი და მარიამ ქვრივიშვილიც დაესწრნენ.

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა შეკრებილებს ის გეგმები და ინიციატივები გააცნო, რომლის განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს. მისი თქმით, ქალაქის პრიორიტეტების განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას და პროცესებში მათ თანამონაწილეობას.

 

„ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე, რაც ჩვენს გუნდს აქვს. მჯერა, ჩვენ ერთად ავირჩევთ უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.