Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 12:41

რას პირდება ენმ-ის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ამომრჩეველს?

31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი 120 პარლამენტარს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევს. გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი-დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთ-ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბადრი ბასიშვილია.

 

რას პირდება ბადრი ბასიშვილი ამომრჩეველს?

_____________________________________________________________

 

ტანას ხეობის განვითარება - დაპირება 1:

 

"ჩემს გუნდთან ერთად, მე ვპირდები ქართლის მოსახლეობას, რომ ჩვენ განვავითარებთ ტანას ხეობაში მნიშვნელოვან პროექტებს, რითაც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ ჩვენი მაცხოვრებლები. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რის შედეგადაც შევქმნით ღვინის სახლებს, რითაც უამრავი ტურისტი დაინტერესდება. ხოლო თითოეული ტურისტის ჩამოსვლა ტანას ხეობაში კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მისცემს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა განვავითაროთ აღნიშნული პროექტი, რის შედეგადაც უამრავი ტურისტი ჩამოვა ატენის ხეობაში და რაც მთავარია, თითოეულ ოჯახს გაუჩნდება უფრო მეტი შემოსავალი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის."

 

 

უსაფრთხოების გარანტიები მოქალაქეებს - დაპირება 2:

 

"კონფლიქტისპირა სოფლებში მაცხოვრებელი ჩვენი გმირი მოქალაქეებისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური გეგმა შემუშავებული, რითაც უფრო მეტად დაცულად იგრძნობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად თავს. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალდებულია ეკონომიკურად ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეებს, რათა ჩვენი მოქალაქეები ადგილზე უფრო მოძლიერდნენ, მათ შეძლონ ფერმერული მეურნეობების განვითარება, რითაც კიდევ უფო მეტ დაცულობას იგრძნობენ."

 

 

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა - დაპირება 3:

 

"სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართლელი ფერმერისთვის. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმები, რის შედეგადაც ხელს შევუწყობთ ფერმერებს სამაცივრე მეურნეობების მოწყობაში. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან იქნება კონტროლი პესტიციდებზე, რითაც გლეხი შეძლებს ხარისხიანი ხილის მოყვანას. გარდა ამისა, მნიშნვნელოვანია ხილის რეალიზაცია, რაც დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოუგვარა ფერმერებს და ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა, რითაც ხილის რეალიზაცია მოხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს თითოეული ფერმერი."