Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 12:17

გორში, გიორგი ხოჯევანიშვილთან შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა-ენმ

"გიროგი ხოჯევანიშვილთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა", - ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისი ავრცელებს.

 

"წმინდა წყლის დასახლებაში "ქართული ოცნების" კანდიდატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ადგილობრივები.ჩვენი ინფორმაციით, ჩხუბიც მოხდა და გაარიდეს ხალხი. გორელები ცვლილებების მოლოდინში არიან და აღარავის სჯერა გორში ხელისუფლების კანდიდატის. აქამდეც მათ მხოლოდ ხელფასიან აგიტატორებს ახვედრებდნენ. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ დღეს ძალით აპირებენ ხალხის მიყვანას წერეთლის ქუჩასთან დაგეგმილ აქციაზე", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.