Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 12:57

გორელმა რობიზონ დავითაშვილმა "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა

რობიზონ დავითაშვილმა "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა.

 

დავითაშვილი გორშია რეგისტრირებული. მან პარტიას თანხა 22 ოქტომბერს გადაურიცხა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, 60 000 ლარი შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობაა.

 

უცნობია, რა შემოსავლები აქვს დავითაშვილს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ იგი ორ კომპანიაში ფლობს წილებს.

 

იგი შპს "ბონის" დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. დავითაშვილი არის ასევე შპს "ენისელის მარანის" დირექტორიც.