Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 13:35

ხოჯევანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, ჩხუბი არსად მომხდარა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი გორი-კასპის ოლქში "ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.

 

ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ამ განცხადების არანაირი დამადასტურებელი მასალა არ წარმოუდგენია და ის დეზინფორმაციას ავრცელებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გორი-კასპის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატთან შეხვედრისას არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

"ეს არის სიცრუე, არც წმინდაწყალზე და არც სხვაგან არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. არც არავისი დაშინება არ ხდება და ხალხთან შეხვედრები მშვიდ ვითარებასი მიმდინარეობს", - აცხადებს ხოჯევანიშვილი. 

 

ამავე თემაზე: გორში, გიორგი ხოჯევანიშვილთან შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა-ენმ