Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 14:38

„ქართულ ოცნებას“ ორ დღეში გორელებმა 173 000 ლარი შესწირეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გორელებმა ორ დღეში 173 000 ლარი შესწირეს.

 

შემომწირველთა შორის არის მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის კლასელი რობიზონ დავითაშვილი, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 22 ოქტომბერს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა - 60 000 ლარი შესწირა.


ერთი ოჯახის ორმა წევრმა ზაზა და გიორგი კიკაბიძეებმა პარტიას ჯამში 67 000 ლარი შესწირეს.


ზაზა კიკაბიძემ 21 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი , ხოლო გიორგი კიკაბიძემ 22 ოქტომბერს 7 000 ლარი გადაურიცხა.


გარდა ამისა, შემომწირველთა შორის არის გურამ ვაჭრიძეც, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "შენების მოძრაობის" სახელით კომბინატის დასახლების მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.


21 და 22 ოქტომბერს, 10-მა გორელმა "ქართულ ოცნებას" 173 000 ლარი შესწირა.


გარდა ამისა, 26 ოქტომბერს პარტიას 6 000 ლარი გადაურიცხა ქრისტინა ოქროპირიძემაც.