Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 14:44

გიორგი ხოჯევანიშვილი ფერმერებს მინისტრთან ერთად შეხვდა

გორელ და კასპელ ფერმერებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შეხვდა.

 

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები მინისტრთან ერთად განიხილა. ამომრჩეველს კი, გამარჯვების შემთხვევაში, ამ სფეროს განვითარებისთვის მხარდაჭერას დაპირდა.

 

"გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად გორელ და კასპელ ფერმერებს შევხვდით და ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ფერმერებს, მომავალშიც აუცილებლად ექნებათ სახელმწიფოს და პირადად ჩემი მხარდაჭერა", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.