Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 14:59

ნიკა გვარამია: მთავარი არხი - იქ, სადაც ოქროსუბნის შპანა ერწყმის გორის აიპიებს

"​მთავარი არხი - იქ, სადაც ოქროსუბნის შპანა ერწყმის გორის აიპიებს" , - ასე გამოეხმაურა "მთავარი" არხის დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაში გორელების მონაწილეობას.

 

"მთავარ არხთან" მიმდინარე აქციაზე გორელების ნაწილმა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა გააპროტესტა.

 

"მათ პროვოკაცია სცადეს და ტელევიზიის ეზოში კვერცხები შემოაგორეს, ხოლო თანამშრომლებსა და არხის გენერალურ დირექტორს შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს "მთავარი არხი".

 

ნიკა გვარამიას მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალაზე ჩანან გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, მათ შორის არიან ფარნა მახოხაშვილი და ვოვა ჯანეზაშვილი.