Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 16:23

თბილისში ენმ-ის დასკვნით აქცია-კონცერტს გორიდანაც უერთდებიან (R)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასკვნით აქცია-კონცერტს გორიდანაც უერთდებიან.

 

პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში 18:00 საათზე დაიწყება.

 

მანქანების კოლონა გორიდან უკვე დაიძრა.

 

"31 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღე იქნება. ჩვენი ხალხი აირჩევს უკეთესს მომავალს და წინსვლას", - ამბობს ენმ-ის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი გორი-კასპის ოლქში ბადრი ბასიშვილი.