Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 16:34

"ევროპული საქართველო": გორში ჩვენს კოორდინატორს დაემუქრნენ

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაასრულა იმით, რომ გორში დააშინა დევნილი ადამიანი, დავით გვილია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან თარხნიშვილმა ისაუბრა. 

 

 

 

 

"დავით გვილია არის ჩვენი კოორდინატორი ტინისხიდში, მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ გონს მოვიდეს, ვერავის შეაშინებენ, ჩვენ დავამთავრებთ ამ საქმეს ბოლომდე, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვილებები და შესაბამისად ჩვენ შევასრულებთ ხალხის დაკვეთა. ასევე მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც დახვდნენ დავით გვილიას და სცადეს მისი დაშინება, ნუ ჩაყვებიან "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში, რადგან ის არის განწირული დამარცხებისთვის", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

 

 

დავით გვილიას თქმით, მასთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობას არ შეწყვეტდა, მისი ოჯახის წევრები სამსახურს დაკარგავდნენ. 

 

 

 

 

"ვიმყოფებოდი კომბინატის დასახლებაში, დამხვდა ორი პიროვნება და მითხრეს, რომ დაანებე თავი "ევროპულ საქართველოს" თორემ პრობლემები შეგექმნებაო, დამემუქრნენ ოჯახით. მათი ვინაობები არ ვიცი, ეკეთათ პირბადეები და "კაპიშონი" ეფარათ. ვიცით სად მუშაობენ თქვენი შვილები და თქვენთვის სჯობს, დაანებოთ თავი "ევროპულ საქართველოსო". რა თქმა ხელისუფლებას ვუკავშირებ ამ ყველაფერს", - უთხრა ჟურნალისტებს დავით გვილიამ