Back to Top
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 17:17

27 წლის ალექსანდრე ვაშაყმაძე - კანდიდატი გორში "ლიბერალური დიქტატურის დასაქცევად"

პარტიამ "ქართული იდეა" გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად 27 წლის ალექსანდრე ვაშაყმაძე წარადგინა, რომელიც პროფესიით ფერმწერია.

 

"ვიყრი კენჭს, ქვეყნის ქრისტეანულ კალაპოტში მოსაქცევად და ლიბერალური დიქტატურის დასაქცევად" , - აცხადებს ვაშაყმაძე.

 

აღნიშნული პარტიის ლიდერებს შორის არიან ლევან ჩიჩუა და გურამ ფალავანდიშვილი, რომლებიც ანტიდასავლური, ანტილიბერალური და ჰომოფობიური რიტორიკით გამოირჩევიან.

 

რაც შეეხება მათ კანდიდატს გორის და კასპის გაერთიანებულ ოლქში, ვაშაყმაძე თვლის, რომ მშობლებისთვის ჩამორთმეულ ბავშვებს სახელმწიფო ყიდის და ლგბტქ წყვილებს გადასცემს.

 

"ბავშვებს წაგვართმევენ და დაარიგებენ გეი-წყვილებზე. ჩვენები ფულს იშოვიან, ისინი ბავშვებს მიიღებენ და ჩვენ შვილებს გაზრდიან ვიღაცა პიდ...სტები" , - ამბობს ვაშაყმაძე.

 

პოლიტიკური აქტივობის გარდა, ვაშაყმაძე ამავდროულად არის ფერმწერი. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო ევროპის ქვეყნებში. 2018 წელს პერსონალური გამოფენა ჰქონდა გალერეა "ბაიაში".