Back to Top
პარასკევი, 25 იანვარი 2019 17:21

ერგნეთის სპორტკომპლექსი დათქმულ ვადებში ვერ აშენდა

Rate this item
(0 votes)

ერგნეთის სპორტკომპლექსი გასულ წელს უნდა აშენებულიყო.

გორის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ობიექტის მშენებლობისთვის ტენდერი 2018 წლის თებერვალში გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიასთან (შპს ვეგა+) გაფორმებულ ხელშეკრულებას კი ვადა 30 ივნისს გაუვიდა. ამ პერიოდში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელ ერგნეთში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა.

რადიო "მოზაიკას" აღნიშნული ხელშეკრულება გორის მერიიდან იმ დოკუმენტებთან ერთად მიაწოდეს, რომელსაც, უწყების განმარტებით, ვადა 2019 წლამდე ჰქონდა.

ოპოზიციის განმარტებით, გორის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ჩაუვარდა და ბიუჯეტში გაუხარჯავი თანხა დარჩა. გორის მერიაში კი აცხადებენ, რომ გორის მერიის საბიუჯეტო ბალანსზე არსებული თანხის ნაწილი ტენდერებიდან დაზოგილია, ნაწილი კი იმ პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა შესასრულებლად კომპანიებს ხელშეკრულების ვადა 2019 წელს ეწურებოდათ. 

ერგნეთის სპორტკომპლექსის შემთხვევაში, 18 800 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ გაიხარჯა და ამ ობიექტის მშენებლობა გორის მერიამ მხოლოდ 2018 წლის ბოლოს დააანონსა. ჯერჯერობით უცნობია, რა ზომები მიიღო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ გორის მერიამ, რომელმაც ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

ამავე თემაზე: ერგნეთში სპორტული კომპლექსი აშენდება

Read 1615 times