Back to Top
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 13:40

გორში, ღამბარაულის ქუჩის სკვერში ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყობა

Rate this item
(0 votes)
გორში, კვერნაკის დასახლებაში, ღამბარაულის ქუჩაზე არსებულ სკვერში, ფიტნესის ტრენაჟორების მოსაწყობად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები საბავშვო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება. ჯამში, სულ 8 სხვადასხვა ტრენაჟორი განთავსდება, რომელთა შორის არის ტრენაჟორი "ტვისტერი", "მუცლის კუნთებისთვის", "ორმხრივი ძელი" და სხვა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 19 989 ლარია.
Read 1631 times