Back to Top
ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 15:03

გორში სტალინის ძეგლის დაბრუნებას აქციით 50-მდე ადამიანი ითხოვს

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, სტალინისტები გორის ადმინისტრაციული შენობის წინ განაგრძობენ აქციას - ისინი ქალაქში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ.

50-მდე მოქალაქე აქციაზე სტალინის ფოტოებით და წითელი დროშებით არის მოსული. მათ შორის ახალგაზრდები არ შეინიშნებიან, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოსვლების მასშტაბები გაიზრდება.

"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ არ გავჩერდებით და გამოვალთ ყოველ დღე", - ამბობენ ისინი.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორია "კომუნისტური პარტია" და "მეგობრობა და სამართლიანობა". 

 

Read 726 times