Back to Top
პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 18:03

გორის მერი ამბობს, რომ ახალ საცურაო აუზს 4 სივრცე ექნება

Rate this item
(0 votes)

სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ქალაქს ექნება აუზი - თქვა გორის მერმა დღეს გამართულ ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე.

კონსტანტინე თავზარაშვილმა საცურაო აუზზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა.

"სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ქალაქს ექნება აუზი, რომელსაც კერძო ინვესტორი აშენებს. უკვე სამი სართულია აშენებული. იქნება ოთხი სივრცე და დიდი აუზი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის იქნება.ასევე იქნება აუტიზმის და სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისთვის ერთი განყოფილება, სამკურნალო და იქნება ღია აუზიც. ამას აშენებს კერძო ინვესტორი და ფასს დაადებს თუ როგორ იქნება, ეს დეტალები არ ვიცი",- თქვა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 1526 times