Back to Top
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 12:10

გელა კაპანაძე: ალეკო ელისაშვილთან მისული ჩემი თანამშრომლები შვებულებაში არიან

Rate this item
(0 votes)

ვიცი, რომ ჩემი თანამშრომლები ბაზარში არიან - უთხრა რადიო "მოზაიკას" იმ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა, რომლის თანამშრომლებიც დღეს ბაზარში ალეკო ელისაშვილს დახვდნენ.

ა(ა)იპ  გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, გორის ბაზარში მყოფი თანამშრომლები შვებულებაში არიან.

"ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი თანამშრომელია შვებულებაში. გავარკვევ და ცოტა ხანში წარმოგიდგენთ დამადასტურებელ  დოკუმენტს", - გვითხრა გელა კაპანაძემ 

შეგახსენებთ, გორის ბაზარში ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" მაჟორიტარი დეპუტატების მხილების კამპანიის ფარგლებში ჩამოვიდა. მას ადგილზე სხვადასხვა ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები დახვდნენ. 

ამავე თემაზე: ელისაშვილის აქციაზე გორის საკრებულოს დეპუტატები "სეირნობენ"

Read 1685 times