"ფორთოხალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ანა ჯიოშვილია. გადაცემის სტუმრები ბევრი თქვენგანის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. მათ გადაცემაში ხშირად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაზეც მანამდე შესაძლოა არც უფიქრიათ.
"სოციუმი" ყოვლკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანია ნათია ომაძე. გადაცემა ეთმობა ჩვენში არსებულ იმ სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე საუბარს, რომლებსაც ადამიანები ხშირად უგულებელვყოფთ.
"კავშირგაბმულობა" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ნინო ჩიბჩიურია. ქართულ-ოსური ურთიერთობები, ომის შედეგები, დევნილი ადამიანების მოგონებები და სამომავლო გეგმები - ეს ამ გადაცემის მთავარი თემებია.
"საუბრები" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი წამყვანი და სტუმარი ერთი და იგივე ადამიანი არასოდეს არის. ამ გადაცემას სხვადასხა პროფესიის, ინტერესების და სოციალური სტატუსის მქონე პირები უძღვებიან. ისინი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ და დისკუსიაში ჩართვის საშუალებასაც გვაძლევენ.
"ინტერვალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი თამარ მჭედილიშვილია. თამარი გვიყვება კულტურის სფეროში მომხდარ სიახლეებზე და ასე ცდილბს, ახლოდან გაგვაცნოს ის ადამიანები, რომლებიც ხატავენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ, ფოტოებს იღებენ...
საახალწლო სადღესასწაულო წარმოდგენები ერისთავის თეატრში გრძელდება - პატარა მაყურებელს თეატრი სამ წარმოდგენას სთავაზობს: "ზღარბი ნისლში", "კონკია" და "წითელქუდა". სპექტაკლების შესახებ გადაცემის პირველ ბლოკში მსახიობები ზვიად მაღალაშვილი და კოტე კახიშვილი საუბრობენ. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი კი მარიამ შაქარაშვილი, ახალგაზრდა პერსპექტიული და უკვე საკმაოდ წარმატებული მხატვარია. მის ნამუშევრებს ნახავთ როგოროც საქართველოში, ასევე გერმანიაში,იტალიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.
გადაცემაში "საუბრები" ქართული თეატრისა და მსახიობის ცხოვრების შესახებ საუბრობენ მსახიობები მარიამ არღუთაშვილი და კახა ბერიძე.
სადღესასწაულო სუფრა და გლინტვეინის საავტორო რეცეპტი თამარ ობლიშვილისგან.
გადაცემის წამყვანი: ანი ბალიაშვილი.