Back to Top
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 13:39

თეო ვაზაგაშვილის „საახალწლო სოფელი“ - დეკორაციები განწყობისთვის 

Written by
Rate this item
(1 Vote)

თეო ვაზაგაშვილმა საახალწლო დეკორაციების შექმნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც ამბობს, ამ საქმიანობით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა დროის უქონლობის გამო ამ საქმიანობით დაკავებას ხშირად ვერ ახერხებდა. პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტა რომ დეკორაციებზე მუშაობა ინტენსიურად დაეწყო. 

 

 

"ბავშვობიდან მიყვარდა მსგავსი სილამაზეების შექმნა.  პროფესიით ვარ ფინანსისტი და ვმუშაობ ჩემი სპეციალობით ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. შესაბამისად დრო ნაკლებად  მრჩება ამ სილამაზეების შესაქმნელად.წელს, შექმნილი ეპიდვითარებიდან  გამომდინარე, გადავწყვიტე ცოტა მეტი დრო დამეთმო საახალწლო აქსესუარებისთვის.თავდაპირველად შევქმენი  გირჩების ნაძვის ხეები, კარის მოსართავი საახალწლო გვირგვინები, აქსესუარები სანთლებით, ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები,  საახალწლო სოფელი და კიდევ ბევრი სილამაზე, გამოვაქვეყნე ერთ-ერთ სოც ქსელში", - ამბობს თეო. 

 

 

თეო საახალწლო დეკორაციების შექმნის დროს სხვადასხვა მასალას იყენებს. ამბობს, რომ საზოგადოებაში მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, რამაც დამატებითი სტიმული გაუჩინა. 

 

 

"იმდენ რამეს ვიყენებ მასალად, რომ ფიზიკურად ესე ვერ ჩამოვთვლი. ერთი დეკორაციის შექმნას ვანდომებ გარკვეულ დროს, გამომდინარე იქიდან თუ რა სირთულის არის. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს , ესე კონკრეტულად არ დამითვლია. ნაწილს ვყიდი, ნაწილს ვაჩუქებ. არც მიფიქრია ესე აქტიურად თუ დავკავდებოდი ამ საქმიანობით, ჩემი ესეთი აქტიური მიდგომა საახალწლო აქსესუარებთან დაკავშირებით, გამოიწვია ხალხის დადებითმა ემოციამ და დიდმა მოწონებამ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - გვითხრა თეომ. 

 

 

როგორც თეო ამბობს, სამომვალოდ სურს, რომ საახალწლო დეკორაციები უფრო მეტად დახვეწოს და საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად უფრო მეტი ნამუშევარი შექმნას. 

 

 

" ძირითადად მიწევს ღამით მუშაობა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ჩემი მომხმარებლებისგან  ვიღებ ძალიან ბევრ  დადებით ემოციას, ვცდილობ მაქსიმალურად ავიღო შეკვეთა და ძალიან ბევრი პატარა გავახარო,  ჩემი ხელნაკეთი სილამაზეებით. ზოგადად  მომავლის დაგეგმვა არ მიყვარს,  თუმცა მომავალი წლისთვის აუცილებლად მექნება სიახლეები ამ სფეროში", - ამბობს თეო. 

 

 

 

Read 1049 times Last modified on სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 14:00