Back to Top
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021 13:18

ვიცე-პოლკოვნიკი და მისია ცენტრალურ აფრიკაში - სამხედრო ქალის ისტორია

Written by
Rate this item
(5 votes)

ავტორი: ლიკა ომაძე

 

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური ქალის საქმე არ არის, ვინაიდან, ,,ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია’’ ამ სტერეოტიპებს კი ამსხვრევს ქალი, რომელიც ცენტრალური აფრიკის მისიაში პირველი და ერთადერთი ქალია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ასევე პირველი და ერთადერთია, ვისაც ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედალი გადასცა. გარდა ამისა, იგი სამხედრო სფეროში სამხედრო დამსახურებისთვის შვიდჯერ არის დაჯილდოვებული.

 

თამარ კიკნაძე ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიით იმყოფება. ამბობს, რომ ბავშვობაში თოჯინებით თამაშს "ომობანას" თამაში ერჩივნა.

 

პროფესიით სამართლამცოდნემ 11 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში იმუშავა.

 

"მე ვარ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვიცე პოლკოვნიკი. პოლიციელის ფუნქციაში შედის სამართლებრივად გვერდით ვედგე თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი და უამრავი სხვა რამ", - ამბობს თამარი.

 

თამარი ამბობს, რომ ოჯახისგან და სამშობლოსგან შორის ყოფნა უჭირს, თუმცა მისი აზრით, ქალი ძლიერია, როცა დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს.

 

"სამი შვილიშვილი მყავს. გაბრიელი და ილია ისე დაიბადნენ ვერცერთის დაბადებას ვერ დავესწარი და ფეხი ისე აიდგეს, რომ არ ვიყავი მათ გვერდით. რა თქმა უნდა, რთულია ჩემთვის და ახლა თქვენ განსაზღვრეთ, რა დონემდე ძლიერი უნდა იყო,რომ ამ ყველაფერს ვაჟკაცურად შეეჭიდო და შენი ცრემლი მონატრების არავის დაანახო ეს მართლაც ძლიერთა ხვედრია",- ამბობს უ თამარი.

 

 

თამარი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება, ყოფილიყო სამხედრო ქალი დედისგან მიღებულმა რჩევებმა განსაზღვრა.

 

,,ბავშვობიდან გვიყვებოდა გმირებზე. გვიკითხავდა პატრიოტულ ლექსებს სამშობლოს სიყვარულს შთაგვაგონებდა.ვფიქრობ, რომ მოზარდს სკოლის ასაკიდანვე უნდა ასწავლო სამშობლოს სიყვარული. როცა ბავშვი იზრდება ის სიყვარულიც იზრდება მასთან ერთად. მთიულია დედაჩემი, ძალიან სამართლიანი, ამაყი და პატრიოტი ქალია.შვილებსაც ამ პრინციპით გვზრდიდა", - გვითხრა თამარმა.

 

თამარი ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა მისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

 

„ძალიან ბევრს რამეს ნიშნავს, როცა ქალი სამხედრო ხარ..მითუმეტეს ამ მისიებით უფრო მეტად დავინახე ჯარისკაცების მამაცობა თავდადება. ყველამ თავისი საქმე იცის და ასრულებს პირნათლად".

 

გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალისა და კაცის, გოგოსა და ვაჟის თანაბარ უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და შესაძლებლობებს. თანასწორობა არ გულისხმობს, რომ ქალი და კაცი იდენტურნი უნდა გახდნენ, თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანის სქესი არ განსაზღვრავდეს მის უფლებებს, პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობებს.

 

გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ როგორც ქალების, ასევე კაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები მიიღება მხედველობაში ქალებისა და კაცების ჯგუფების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. ქალების მოვალეობა მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა არ რის. არ შეიძლება არსებობდეს პროფესიები, რომლებსაც ქალები და მამაკაცები ინაწილებენ. თამარი კი მაგალითია იმის, რომ ქალებს შეუძლიათ კაცებთან ერთად სამშობლოს გვერდით დგომა და მისი დაცვა.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

Read 644 times