Back to Top
ხუთშაბათი, 04 მარტი 2021 12:12

რა სჭირდებათ სოფლად მცხოვრებ ქალებს განვითარებისთვის?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ მაისურაძე

 

ეკონომიკური გაძლიერების გზაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უპირველეს საფუძველს განათლება წარმოადგენს.

 

გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია.


მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული ის ქალები, რომლებიც ქალაქად არ ცხოვრობენ და არ აქვთ განათლების და გადამზადების რესურსზე ხელმისაწვდომობა.


მიუხედავად იმისა რომ მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა სოფლად მცხოვრები ქალების, მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო, სამეურნეო და სხვა სახის პროგრამების უზრუნველყოფა და ფინანსური თანამონაწილეობა ამ ყველაფრის მისაღწევად დიდი რესურსია საჭირო და ბევრ პრობლემებსაც ვხვდებით:


1. ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას პირდაპირი კავშირი აქვს ქალთა პროფესიულ განათლებასთან. რეგიონებში დიდ პრობლემას წარმოადგენს პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და სასწავლებლების სიმცირე. გარდა ამისა, დიდი გამოწვევაა მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობაც, რაც ორმაგად ართულებს სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობას აღნიშნულ სასწავლებლებზე.

2. ქალებისათვის ოჯახი და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ბარიერს წარმოადგენს. ხშირად საზოგადოება პროფესიებს გენდერის ნიშნით ანსხვავებს, რაც იწვევს ქალების დისკრიმინაციას ამ კუთხით.

 

3. მაღალანაზღაურებადი სამსახური ქალებისთვის ხშირად მიუწვდომელია, რასაც ვერ ვიტყვის ქალებზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარ პირობებში უწევთ ერთიდაიგივე პროფესიისთვის სწავლა, შემდგომში ისინი იღებენ არათანაბარ ანაზღაურებას, ერთი და იგივე სამუშაოსთვის. რაც არის ხისტი დარღვევა გენდერული თანასწორობის.

 

4. პრობლემურია თავად პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატის ხარისხიც, რაც დასაქმებისთვის არ არის საკმარისი. არაერთხელ დასახელდა არსებული პროგრამების სიმცირე და „კაცური პროფესიების“ სიმრავლე, რომლებიც ძირითადად ისევ კაცებით არის დომინირებული და ქალები კვლავ თავს იკავებენ განათლება მიიღონ.

 

5. ნაადრევი ქორწინება ეს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც განმაპირობებელია სწავლისათვის თავის დანებების. დაქორწინების შემდეგ, გოგონები ხშირ შემთხვევაში სჯერდებიან დაბალანაზღაურებად სამსახურებს, რაც შემდგომ გამომწვევია ეკონომიკური სიდუხჭირის. გოგონებისთვის განათლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება პრიორიტეტული თუ მეუღლის ოჯახი მისცემს ამის ნებართვას.

 

იმისათვის, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეეწყოს ხელი, ასევე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები აღმოიფხვრას და ქალებს საკუთარი თავის განვითარების და რეალიზების საშუალება მიეცეთ, საჭიროა განათლების დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდეს ტრენინგები და მოხდეს ქალებისა და კაცების გენდერულ მგრძნობელობაზე მუშაობა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მოდულის ინტეგრირება სასწავლო მოდულებში.

 

 

 

 

 

 

Read 266 times Last modified on ხუთშაბათი, 04 მარტი 2021 12:23