Back to Top
შაბათი, 06 მარტი 2021 14:14

თინა ბრეგვაძე - ეტლით მოსარგებლე ქალი, რომელმაც ცხოვრება შშმ პირების გაძლიერებას მიუძღვნა

Written by
Rate this item
(0 votes)

1998 წლიდან გორში ,,კეთილდღეობისა განვითარების ცენტრი’ მუშაობს. ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად შეიქმნა. ორგანიზაციას თინა ბრეგვაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ცენტრის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე, გორის ენტრალურ მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეკრება მოაწყო.

 

"მინდოდა როგორმე გამომეყვანა ეს ადამიანები სახლებიდან. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოვაწყვეთ. ეტლით ვინც პირველმა შეძლო წინასწარ შერჩეული მონაკვეთის დაფარვა, მათ პრიზები გადავეცით. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან პირველად მაშინ გამოვედი გორის ქუჩებში ეტლით. ძალიან ძნელი იყო ამ ადამიანების შეკრება. რადგან ბევრს სავარძელი არ ქონდა, ბევრი ერიდებოდა საზოგადოებაში გამოჩენას, ეს პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება.“

 

„კეთილდღეობის განვითარების ცენტრის ისტორია მისი ხელმძღვანელის ტრაგედის შემდეგ იწყება.

 

"1994 წელს მანქანაში ჩაგვცხრილეს. სოფელ დიცში მეზობლის მეუღლის სამძიმარზე ვიყავით. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ტყვიავთან საწვავის შესაძენად გავჩერდით, რა დროსაც რამოდენიმე შეიარაღებული პირი მოვიდა ჩვენთან და ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ იარაღი მიეცა მათთვის“.

 

მისი მეუღლე პოლიციის თანამშრომელი იყო, პოდპოლკოვნიკი ომარ ბრეგვაძე.  თინას ახსოვს, რომ ომარმა შეიარაღებულ პირებს თავი წარუდგინა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ.

 

„თუმცა როდესაც სოფელ კარალეთს მივუახლოვდით, მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ჩაგვცხრილეს. მანქანაში 5-ნი ვისხედით. მე, ჩემი მეუღლე, მისი მეგობარი და ჩვენი მეზობელი. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. ყველაზე მსუბუქად ჩემი მეუღლე გადარჩა, დანარჩენები და საავმყოფოში წაგვიყვანეს“. 

 

თინამ 2 წელი საავადმყოფოში გაატარა, 8 თვის მანძლზე კი ერევანში რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა, რათა ეტლით ცხოვრება ესწავლა. ახლა ის ეტლით მოსარგებლეა და საკუთარი ცხოვრების უმეტეს დროს სწორედ შშმ პირებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას უთმობს.

 

"ჩემმა შვილმა თბილისში, ერთ-ერთ ორგანიზაციასთან დამაკავშირა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ემსახურებოდა. დავიწყე მათთან თანამშრომლობა და იმ ადამინების დახმარებაზე ფიქრი, რომლებიც ჩემს მსგავსად ეტლით მოსარგებლეები იყვნენ. 2008 წლამდე უფროსი ასაკის ადამიანებთან ვმუშაობდი მხოლოდ."

 

აგვისტოს ომის დროს თინამ ცენტრში 36 ოჯახი შეიფარა, ამ ოჯახებიდან რამოდენიმეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავდა და სწორედ აქედან დაიწყო ცენტრის ისტორიაში მეორე ეტაპი, როდესაც დღის ცენტრი დაფუძნდა და უკვე ბავშვებსაც, უფროსი ასაკის ადამიანებთან ერთად, მიეცათ საშუალება დღის ცენტრით ესარგებლათ და ესწავლათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, გაეცნოთ ერთმანეთი და შეეძინათ მეგობრები, რომლებთან ერთადაც რესოციალიზაციას შეძლებდნენ.

 

 

ყოველდღიური მუშაობის შედეგად, ცენტრის ბენეფიციარებმა დამოუკიდებელი ცხოვრება ისწავლეს, სხვადასხვა სფეროში ბევრმა წარმატებას მიაღწია,

 

"ისინი ერთმანეთითი ძლიერდებიან და მე ეს ძალიან მახარებს, რადგან ჩემი საქმიანობის მიზანის სწორედ ეს არის. მიხარია, რომ ამდენწლიანი შრომის შედეგად, ადამიანები საზოგადოებაში გამოვიყვანე. ჩემი მიზანია მათ ცხოვრების სტიმული მივცე. დღეს ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვიძენთ ახალ უნარ-ჩვევებს და ვცდილობთ ყოველდღიურობა სრულფასოვანი გავხადოთ. რომ არა ეს ცენტრი, მე დღეს არ ვიცი, სად და როგორ ვიქნებოდი".

 

ცენტრმა თინა ბრეგვაძის იმედები გაამართლა. ის ოჯახის წევრების ხელშეწყობით, ბევრ სამუშაოს ასრულებს ბენეფიციარებისთვის.

 

განსაკუთრებით სასიხაურლოა ის ფაქტი, რომ იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო რეაბილიტაციის ცენტრმა, რაც აქამდე გორში არ არსებობდა. რეაბილიტაციის ცენტრში შშმ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, ნევროლოგის და სხვა სპეციალისტებით მომსახურებით.

Read 623 times Last modified on შაბათი, 06 მარტი 2021 14:23