Back to Top
ორშაბათი, 15 მარტი 2021 12:06

რატომ ვერ ვსაუბრობთ და რატომ უნდა ვისაუბროთ სექსუალურ შევიწროებაზე?

Written by
Rate this item
(1 Vote)

ავტორი: რუსკა ხაბელაშვილი

 

ყოველდღიურ ცხოვრებში ვაწყდებით უამრავ შემთხვევას, როცა ჩვენი ნაცნობები ან უბრალოდ გარშემომყოფები სექსუალური შევიწროვების მსხვერპლნი ხდებიან. ყველაზე მთავარ პრობლემად კი საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება და სტერეოტიპული შეხედულებები „რა ჩემი საქმეა?“, „რატომ უნდა ჩავერიო?“ რჩება. სექსუალური შევიწროვების მსხვერპლ გოგონებს ეშინიათ, რომ თუკი საკუთარი თავის დაცვას შეეცდებიან, საზოგადოება მათ დაადანაშაულებს. სწორედ ამის გამო, ისინი დუმილს ამჯობინებენ და ყველა პრობლემასთან გამკლავებას მარტო ცდილობენ.

 

მსგავი პრობლემის წინაშე ის გოგონები და ქალებიც ყოფილან, რომლებიც ჩემი ნაცნობები არიან. მათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარი დღემდე უჭირთ, რადგან ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ ისტორიაში პრობლემას ან ვერ დაინახავს ან მსხვერპლებსვე დაადანაშაულებს.

 

ნინო, 30 წლის

ყოფილა შემთხვევები, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფიზიკური შევიწროვების მსხვერპლი გავმხდარვარ, დახმარებაც მითხოვია, მაგრამ აქეთ დამადანაშაულეს თავად გამოიწვევდიო. გული მწყდება ხალხის ასეთ დამოკიდებულებას რომ ვუყურებ, მაგრამ ხალხზე რა ვთქვა, როდესაც სახელმწიფოც არ ზრუნავს შესაბამისად, რათა დაიცვას ხალხი მსგავსი ქმედებებისგან.   

                                         

მარიკა, 21 წლის

მსგავსი პრობლემის გამო, სამსახურის დატოვებაც კი მომიწია და დღემდე უმუშევარი ვარ. ხშირად ვგრძნობდი ერთ-ერთი თანამშრომლისგან გამომწვევ, არასასიამოვნო მზერებს. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ხელით შეხება როდესაც სცადა, მაშინვე უფროსს ვუთხარი. მან კი სამსახურიდან გამათავისუფლა იმის გამო, რომ „მისი საუკეთესო თანამშრომელი მსგავსს საქციელს არ ჩაიდენდა“ და როგორც კი გაიგო რომ პოლიციისთვის შეტყობინებას ვაპირებდი გამათავისუფლა, ჩემი კომპანიის სახელს არ შეგალახინებო. რაღა თქმა უნდა, პოლიციამაც ვერ მიიღო ზომები მტკიცებულებები გვჭირდებაო.  

                                                

ხშირია სექსუალური შევიწროვებები რეგიონებშიც, სადაც ქალებს შესაბამისი განათლებაც კი არ აქვთ, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. სტერეოტიპული დამოკიდებულებების გამო, ისინი ამ თემებზე ხმამაღლა საუბარსაც ვერ ახერხებენ.

 

სწორედ ამიტომ, მგონია, რომ პირველ რიგში ყველა ქალს უნდა მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ დანაშაულის დაფარვით პრობლემას ვერ გადავჭრით. მსგავსი გამოცდილების მქონე ქალებმა უნდა შევძლოთ და საკუთარ ისტორიებზე ხმამაღლა ვისაუბროთ, რათა უკეთ დავინახოთ ერთმანეთი და სხვებსაც დავანახოთ ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ, ქალები ჩვენივე სქესის გამო ვაწყდებით.

 

მგონია, რომ ხმამაღალი საუბრის გარეშე, ამ პრობლემის სიმწვავის წარმოჩენა გაჭირდება. უამისოდ კი, სახელმწიფოც არ იჩქზრებს ვითარების გამოსწორებისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.

Read 325 times Last modified on ორშაბათი, 15 მარტი 2021 12:11