Back to Top
ორშაბათი, 15 მარტი 2021 12:24

ყველა წამალსა და კვებაზე უკეთესი სითბო და სიყვარულია - ლუდა სალიას ზრუნვა მოხუცებზე

Written by
Rate this item
(0 votes)

ლუდა სალიამ საოკუპაციო ხაზთან თავშესაფარი გახსნა და უსახლკაროდ ან/და ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი ხანდაზმულები შეიფარა.

 

თავშესაფრის იდეა ლუდას აფხაზეთის ომის შემდეგ გაუჩნდა.  

 

"მე თავად ომგამოვლილი ვარ და ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო იმ მოხუცების ყურება, რომლებიც აფხაზეთიდან იყვნენ დევნილები და მათ არავინ ყავდათ. ერთი ჩემი ახლობელი კაცი უსახლკაროდ დარჩა და მისი თავშესაფარში წაყვანა მთხოვა მისმა შვილმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა”.

 

როგორც ლუდა ამბობს დიდი ძალისხმევის შედეგად მან შეძლო და ახლობელი კაცი თავშესაფარში მიიყვანა, თუმცა ასეთ დაწესებულებებში არ იყო ის პირობები, რომლებიც ხანდაზმულებისთვის კომფორტული იქნებოდა.

 

"ბევრი თავშესაფარი ვნახე და არც ერთგან არ დამხვდა თბილი ატმოსეფერო. ხანდაზმულებს მატერიალურ საკითხებზე მეტად, სულიერი საზრდო სჭირდებათ. მათ ურთიერთობები და სიყვარული უნდათ, გულწრფელი დამოკიდებულება და საუბრები. სწორედ ამის შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი თავშესაფარი, სადაც ხანდაზმულებს ამ ყველაფერს მივცემდი".

 

საკუთარი ჩანაფიქრის შესრულება ლუდამ მეუღლის სახლში შეძლო.  საოკუპაციო ხაზთან მდებარე თავშესაფარში „სახლი საზღვრების გარეშე“ ამჟამად 15-მდე მოხუცი ცხოვრობს.

 

"ამ ყველაფერის გაკეთება დიდი ძალისხმების ფასად დამიჯდა. ვიდრე თავშესაფარს გავხსნიდი კარდაკარის პრინციპით შევარჩიე მოხუცები. არ დამიზოგავს საკუთარი სახსრები".

 

ლუდა თბილისში ცხოვრობს, თუმცა დიდ ნაწილს ხურვალეთში ატარებს, როგორც თავად ამბობს, ამ საქმის გამო, საკუთარი პირადი ცხოვრება დაკარგა.

 

"ჩემი საქმიანობის გამო, ვერ ვახერხებ ახლობლებთან ნორმალურ ურთიერთობას. ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან და მე ამაყი ვარ, რომ მათთან და თანამშრომელთან ერთად ეს შევძელი".

 

ლუდა გამუმდემით ცდილობს ფინანსების მოძიებას საკუთარი მოხუცებისთვის. წერს პროექტებს და უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი მხარდაჭერის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ.

 

„ახლა სამი მოხუცი მყავს, რომლებსაც საწოლიდან ადგომა უჭირთ. ასეთი მოხუცებისთვის მჭიდება სპეციალური - ფუნქციონალური საწოლები. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მალე შევძლებ“.

 

ლუდას იმედი აქვს, რომ საკუთარი მონდომებით სიბერის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გატარების შესაძლებლობას კიდევ არაერთ მოხუცს მისცემს. ამბობს, რომ თავშესაფრის ყველა ბინადარი ოჯახის წევრივით უყვარს და მათთვის ყველაფერი კარგი ემეტება.

Read 229 times Last modified on ორშაბათი, 15 მარტი 2021 12:32