Back to Top
ოთხშაბათი, 17 მარტი 2021 12:36

ცხოვრება სიმსივნის დიაგნოზით - 3 ქალის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

თამარ ლომსაძეს, ლია პავლიაშვილს და მაია ტურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. სამივე მათგანი, ამ დრომდე მკურნალობს და დაავადების დამარცხებას ცდილობს. სიცოცხლისთვის ბრძოლის პარალელურად, თამარიც, ლიაც და მაიაც აგრძელებს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.

 

 

თამარ ლომსაძე

 

"მინდა ყველამ იცოდეს, რომ შრომით და სიყვარული ყველაფრის დაძლევა შეიძლება.“

 

თამარ ლომსაძე პროფესიით მასწავლებელია. უკვე წლებია, მკურნალობის პარალელურად, საკუთრ საქმიანობას აგრძელებს და ფიქრობს, რომ ბოლომდე უნდა იბრძლოს. 

 

"როდესაც გავიგე რომ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა, სასწაულ შოკში ჩავვარდი, გამოვრთე ტელეფონი და სრულიად გავირიყე. ვგრძნობდი, თითქოს ცალკე კუნძულზე ვცხოვრობდი, განსხვავებით ჯანმრთელი ადამიანებისგან. მინდოდა გამომეცურა და ისევ ჩემს ცხოვრებასთან მოვსულიყავი.“ 

 

ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, თამარს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და მას შემდეგ დაიწყო მკურნალობის რთული და გრძელვადიანი პერიოდი. მიუხედავად სირთულეებისა, ის მაინც განიცდიდა მოსწავლეების ბედს, რომლებსაც სასკოლო საგნებში ამზადებდა და ძალებს არ იშურებდა, რომ საკუთარი მოსწავლეებისთვის მისი დიაგნოზი შემაფერხებელი არ ყოფილიყო. სწორედ სამსახურსა და მოსწავლეებზე ფიქრი იყო ის, რამაც თამარის ბრძოლისუნარიანობა განაპირობა.

 

"კულტურის ცენტრში ვმუშაობ. როდესაც ჩემმა უფროსმა საკმაოდ მოცულობითი საქმის შესრულება დამავალა, თავდაპირველად თითქოს მეწყინა, მაგრამ მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, რამაც არ მომცა ჩემს დაავადებაზე ფიქრის და საკუთრ თავთან მარტოდ დარჩენის საშუალება".  

 

თამარი ამბობს, რომ მკურნალობის პროცეში მნიშნვნელოვანი როლი სახელმწიფო პროგრამამ ითამაშა, რადგან უამისოდ, ოპერაციის შემდგომი სამკურნალო პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების გაღებას ვერ შეძლებდა.

 

"შრომამ და მეგობრების გვერდში დგომამ გადამარჩინა და ყველაზე რთული პერიოდები დამაძლევინა. ჩემმა მეგობარმა ჯემალ ინჯიამ ლექსი მომიძღვნა, სადაც ამბობდა, რომ სიხოცხლის ნახევარს მე დამითმობდა - ეს იყო ის სტიმული, ის ძალა, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა, მეგობრების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და ამან შედეგი გამოიღო, მე გავძლიერდი დაავადებასთან ბრძოლაში და ვრწმუნდებოდი, რომ გაჩერების და ბრძოლის შეწყვეტის უფლება არ მქონდა".  

 

 

ლია პავლიაშვილი

 

"მთავარი რამაც გადამარჩინა, ეს რწმენა იყო. ვამხნევებდი და სტიმულს ვაძლევდი სხვა ავადმყოფებს, ადამიანი ადამიანის წამალია".

 

ლია პავლიაშვილი პადაგოგია და ატენის სკოლა-ინტერნატში მუშაობდა. შემდეგ კი, სტალინის სახლ-მუზეუმის მენეჯერად დაინიშნა. მოულოდენლად შეიტყო, რომ სიმსივნე ჰქონდა. ლია ამ რეალობას მედგრად შეხვდა. 

 

"ეს აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ მოხდა. ექიმმა სასწრაფო ოპერაცია დამინიშნა. თავდაპირველად, ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს ჩემი დიაგნოზი. გავიფიქრე, რომ დღეს თუ არა ხვალ ჩემი დასარული მაინც დადგება, მაგრამ ვაი-ვიშით არაფერს ეშველება."

 

გრძელვადიანი მკურნალობა ფინანსებს მოითხოვდა, რაც ლიასთვის ყოველთვის პრობლემა იყო.

 

"რწმენამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემთვის. რწმენით ვიყავი განწყობილი და ვცხოვრობდი ეკლესიურად. ვთვლიდი, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, მაგრამ დასასრულამდე მე აუცილებლად უნდა მეცხოვრა სათანადოდ, არაფრერზე არ უნდა მეთქვა უარი".

 

ძნელი იყო ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ საკუთრი თავის ნახვა სარკეში, თუმცა ის ძალებს იკრებდა და ძალისხმევას არ იშურებდა რომ მისი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ბრძოლის სურვილი და მაგალით მიეცა.

 

მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის თხოვნით, ლიამ მაშინელ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს მიმართა. მისი დახმარებით, საჭირო წამალი უსასყიდლოდ მიიღო, თუმცა ექიმის თქმით, მისი მიღება უკვე დაგვიანებული იყო. ამის შემდეგ ლიამ სხვა პაციენტის ძებნა დაიწყო, რომელსაც პრეპარატი სჭირდებოდა. ბოლოს ის ერთ ქალს გადასცა. 

 

როდესაც მდგომარეობა დასტაბილურდა და თავი უკეთ იგრძნო, ლიამ გადაწყვიტა თურქეთში წასულიყო სამუშაოდ, რადგან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს დახმარებოდა. მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგბისა, ლია მაინც წავიდა და მუშაობა დაიწყო.

 

"მუშაობის პარალელურად, შევძელი და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები მოვილოცე. მქონდა სასულიერო პირებთან ურთიერთობა, დავიწყე შემოქმედებითი მუშაობა, ვწერდი ლექსებს და ქართველ ემიგრანტებთან ერთად, ვაწყობდით საღამოებს. სტამბოლში თანადგომისა და დახმარების ორგანიზაცია "აისი" იყო, რომელიც საქართველოდან ჩასულ ავადმყოფებს ეხმარება. მქონდა მათთანაც ურთიერთობა და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ იქ მყოფი ქალებსთვისაც მიმეცა სტიმული“.

 

ლიამ თურქეთში ხუთ წელი გაატარა, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ იყო, ის საქართველოში დაბრუნდა და მისი გადარჩენისთის დაიწყო ბრძოლა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეუღლე გარდაიცვალა.

 

ამჟამად, ლია სოფელ ატენში ცხოვრობს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევა, იმედი აქვს, რომ სამსახურს იშოვის და კვლავ იმუშავებს.

 

"მოკვდავები ვართ ადამიანები და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ სიცოხცლისთვის.“

 

 

მაია ტურაშვილი

 

მაია გორის თეატრის მსახიობია. სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს.

 

"სიმართლე გითხრათ, ჩემი უფროსი შვილის გარდაცვალების შემდეგ, სიკვდილთან დავზავდი და აღარ მაშინებდა ეს ფაქტი, თუმცა ოჯახსა და საახლობლოში გლოვის ზარი დაიწყო. თავიდან მეც განვიცადე, რადგან ჩემი ტყუპი გოგონები მებრალებოდნენ. ექვსი თვით ადრე მეც დავკარგე დედა და ვიცოდი, რა ძნელია უდედობა"

 

მაია პესიმისტურად არ მიუდგა დიაგნოზს და გადაწყვიტა ებრძოლა. ყველას ეუბნებოდა, რომ როგორც ავადმყოფს, ისე არ მოქცეოდნენ, რადგან ასეთი დამოკიდებულება დამთრგუნველი იყო მისთვის. ბოლომდე იმ რწმენით არის, რომ მძიმე სენს დაამარცხებს.

 

"ვთქვი, რომ აქაც მყავს შვილები და იქაც. სადაც გადაწყვეტს უფალი, მეც იქ ვიქნები, მაგრამ რა თქმა უნდა ვიბრძლებ ბოლომდე.“

 

ეს ბრძოლა მაიასთვის საკმაოდ რთული და ძვირი აღმოჩნდა. როდესაც მკურნალობის პირველი ეტაპის კალკულაცია შეიტყო, უარი თქვა მკურნალობაზე, თუმცა მეუღლის, შვილების და მეგობრების ძალისხმევით, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა და თანხა შეგროვდა.

 

"ბედნიერი ვარ, რომ მყავს შესანიშნავი ოჯახი და უფლის ნამდვილი საჩუქარი - მეგობრები, დღემდე მათ მომიყვანეს. გადავწყვიტე, რადგან დავიწყე ბრძოლა, უნდა გავიმარჯვო და მოვკლა ჩემი შვილი მკვლელი სენი".

 

მაია გვიყვება, რომ თბილისში არსებობს "ვარდიფერი სივრცე", რომელსაც ანნა მაზმიშვილი ხელმძღვანელობს და რომელიც თავადაც ამ დაავადებას ებრძვის. როდესაც ანნამ მაიას მდგომარეობა შეიტყო, ურჩია გერმანიაში წასულიყო სამკურნალოდ. 

 

"არ ვიცი, როგორ გადავუხადო გერმანიას მადლობა, აქ მკურნალობას საბედნიეროდ შედეგი აქვს. როდესაც განსაცდელი მოდის, ადამიანს მესამე თვალი მაშინ ეხილება. ერთს კი ვისურვებდი, რომ რამე ისეთი საქმით დავკავებულიყავი, რომ არ მეფიქრა ჩემ განვლილ გზაზე და რასაც ახლა გავდივარ, არც ამაზე. მოსაყოლად ადვილია, თუმცა საკმაოდ რთული გზა გავიარე და გავდივარ დღემდე".

 

Read 555 times Last modified on ოთხშაბათი, 17 მარტი 2021 13:11