Back to Top
ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021 15:02

ბავშვობაში ნასწავლი ხელსაქმე - ანა ჩიტუაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(1 Vote)

28 წლის ანა ჩიტუაშვილი პატარა ასაკიდან ხატავს, ქარგავს და კერავს. ანას ქარგვა დედამ ასწავლა, კერვა - მამიდამ, ხოლო ხატვა დამოუკიდებლად ისწავლა, საკუთარი უნარების გამოყენება ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც პირადი ნივთები მოხატა.

 

როგორც თავად ამბობს, საკუთარ უნარებს თავიდან სერიოზულად არ აღიქვამდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრები ახლობლებმა და მეგობრებმა ნახეს და მოიწონეს, გადაწყვიტა ხელსაქმე დამატებით შემოსავლად ექცია.

 


“ვხატავ, ვქარგავ, ვამზადებ ჭიქებს და სამკაულებს პოლიმერული თიხით. ვაკეთებ თექის საბავშვო დეკორაციებს. ვკერავ ბანტებს და აბადოკებს. ვაკეთებ ასევე საბავშვო ალბომებს. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. როცა რაღაც მაინტერესებს, ვუყურებ ვიდეოებს youtube-ზე და შემდეგ ვაკეთებ“, -ამბობს ანა ჩიტუაშვილი.

 

ანა ხატავს მაისურებზე, ჩანთებზე. ზოგს ყიდის, ზოგს კი მეგობრებს ჩუქნის.


“2 წლის წინ, პირველად კეტები მოვხატე, სპეციალური საღებავები არ მქონდა და გუაშებით დავხატე. იმდენად მომწონდა, რომ არ გასცლოდა, უფერო მანიკურიც გადავუსვი. სულ ერთ-დღიანი იყო ჩემი ნახატი. მერე მაისური მოვხატე. ჩანთებზეც გავაკეთე დეკორი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მთხოვდნენ სხვებისთვისაც დამემზადებინა. მაშინ გადავწყვიტე, დამატებით შემოსავლად მექცია ჩემი უნარები. ბევრი მაისური მაქვს დამზადებული სხვადასხვა ნახატით, ზოგი გავაჩუქე, ზოგიც გავყიდე.“

 


ანა მის გამორჩეულ ნამუშევარს გვიზიარებს. ეს არის ხატი, რომლის მოქარგვას1 წელი მოანდომა.


"ქარგვა პატარაობაში დედისგან ვისწავლე. ის ქარგავდა ხოლმე და სულ მაინტერესებდა. ვუყურებდი, მერე მასთან ერთად ვქარგავდი და მეც ვიმეორებდი, რასაც ის აკეთებდა. ჩემი პირველი ნამუშევარი არ მახსოვს, თუმცა “გარდამოხსნას“ გამოვარჩევ, რადგან ყველაზე დიდი დრო მას მოვანდომე, თითქმის 1 წელი ვქარგავდი. ქარგვას ყველაზე მეტი დრო მიაქვს. დრო ასევე თექის ნივთების გაკეთებას მიაქვს, ყველაფერი ხელით მუშავდება ბევრი წვრილმანია.“


ანა ამჯერად საყელოებს ამზადებს. ამბობს, რომ მოთხოვნა ახლა ამაზეა. მომავალში ის საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. სურვილი აქვს ჰქონდეს სახელოსნო სადაც ცოდნა სხვებსაც გაუზიარებდა.

 

Read 768 times Last modified on ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021 15:44